პუბლიკაციები
გუბაზ სანიკიძე: ჩვენი ბევრი მეფეც და მხედარმთავარიც ჰომოსექსუალი იყო!

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. "გუშინ ვკითხულობდი, რომ სანდრო ბრეგაძე და ლევან ვასაძე კინოთეატრებთან საპროტესტო აქციას გეგმავენ, რათა ხელი შეუშალონ ფილმის ჩვენებას, რომელიც ჰომოსექსუალების თემას ეხება.

რამ გაგაგიჟათ, ხალხო, ისტორიულად ჰომოსექსუალები ყველგან იყვნენ. რომშიც და საქართველოშიც მხედართმთავრების უმეტესობა ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ ამის გამო არავინ მოუკლავთ.

მხედართმთავრებს რომ თავი დავანებოთ, უძველესი ხანიდან ჩვენი ბევრი მეფეც ჰომოსექსუალი იყო და თქვენ მაინც გჯობდნენ... ქვეყნისთვის აკეთებდნენ დიდ საქმეეებს.

მოდით, მაშინ მეც გადამიარეთ და ჩამქოლეთ!

მეც მაქვს კაცისთვის ნაკოცნი. ზოგჯერ, როცა მეგობრები ვახტანგურს ვსვამთ, ჩვენც ვკოცნით ხოლმე ერთმანეთს ტუჩებში, მაგრამ მაგის გამო ხომ არ უნდა დაგვხვრიტოთ?!" - წერს სააკაშვილის მეგობარი გუბაზ სანიკიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე.