უცხოეთი
გარდაიცვალა რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იყო

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქართულმა საზოგადოებამ 2008 წელს, ომის დროს, საგანგებო პრესკონფერენციებით გაიცნო და დაიმახსოვრა.

2008 წელს, ნოგოვინი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

„ომის დროს, ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და მიმდინარე სიტუაციებთან დაკავშირებით ყოველდღიურად იძლეოდა კომენტარებს“ - აღნიშნავს სამხედრო მეთაურების კლუბის ხელმძღვანელი ნიკოლაი დერიაბინი.

ნოგოვიცენს 2008 წლის ომის შემდეგ ღირსების წითელი მედალი მიანიჭეს და ასევე ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ღირსების ორდენი გადასცა.

2012 წელს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან ასაკობრივი ლიმიტის გამო. დათხოვნამდე საჰაერო ძალების მთავარსარდლობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა.

primetime.ge