აქტუალური
პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.