აქტუალური
რომელი სააგენტოები ერთიანდება სამთავრობო სტრუქტურებში

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მომსახურების სააგენტო და ქონების მართვის სააგენტო გაერთიანდება - მომსახურების მიღება ეკონომიკის სამინისტროში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს გაერთიანება მოსახლეობისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით გადაწყვიტა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის ამ სერვისებით სარგებლობის გამარტივების მიზნით, სერვისი ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა“, – განაცხადა თურნავამ.

გაერთიანებული უწყება ქონების მართვის სააგენტოს სახელწოდებით ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა. ახლა პარლამენტმა უნდა განიხილოს ცვლილებები და კენჭი უყაროს.