უცხოეთი
რომის პაპმა ეთიოპიაში ქრისტიანების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. რომის პაპმა ეთიოპიაში ქრისტიანების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. პაპმა ფრანცისკემ ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

პაპმა ყველას მოუწოდა, ილოცონ ეთიოპიელებისთვის.

საპროტესტო აქციები ეთიოპიაში ოქტომბერში დაიწყო. შეტაკებების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა. აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

1tv.ge