პოლიტიკა
საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი განაგრძობს ამ ფორმატით შეხვედრებში მონაწილეობას. პრაღაში მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება“, – განაცხადა ხაზაროვამ რუსულ მედიასთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტმა გრიგორი კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა. მისი ადგილი საგარეო უწყებაში ანდრეი რუდენკომ დაიკავა.