რელიგია
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, – ამის შესახებ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იგი მღვდელთმთავრობიდან განაყენა.