აქტუალური
წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, ასევე დამამუშავებელ მრეწველობაში.

ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.