პოლიტიკა
ხელისუფლების შეცვლის რა გზებს გვთავაზობს ,,ქართული აკადემია”

qantaria_nukriროგორც ,,ქართული აკადემიის” წევრები ნუკრი ქანთარია და თემურ ნანეიშვილი აცხადებენ, საზოგადოებაში ამ მომენტისათვის ხელისუფლების შეცვლის ორი გზა განიხილება – ნაწილი რევოლუციის გზას ქადაგებს, ნაწილს კი ხელისუფლების შეცვლის მართებულ გზად არჩევნები მიაჩნია.

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორმა გზამ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს, ვიანიდან ხელისფლებასთან ლაპარაკი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე, ეს თემა უნდა ამოიწუროს. ხელისუფლების მხრიდან უარის თქმაც კი შედეგია. მეორე მხრივ, რევოლუციის დროს გასათვალისწინებელია, რომ მის შედეგად დემოკრატიის ნანგრევებზე ახალი ავტროკრატიული რეჟიმის აღმოცენება არ მოხდეს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ და აღნიშნა, რომ თუ ამოიწურა ,,რვიანის მოლაპარაკებების” გზა, მაშინ საზოგადოებას რევოლუციის ლეგიტიმური უფლება მიეცემა.

,,ქართული აკადემიის” წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელი არ უნდა შეეშალოს, რათა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მკაფიოდ გამოიხატოს თავისი პოლიტიკური ნება - აპირებს თუ არა მოქალაქეებს დაუბრუნოს თავისუფალია რჩევანის უფლება.

,,მივიჩნევთ, რომ უნდა ამოიწუროს ,,რვიანის” ძალისხმევა - კონკრეტულ ვადაში მიაღწიოს მისაღებ საარჩევნო პირობებს. ასევე, ,,რვიანმა” უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში მას აქვს მოქმედების კონკრეტული მეთოდები ხელისუფლების შეცვლისათვის.”, - განაცხადა თემურ ნანეიშვილმა.

მისი თქმით, ,,ქართული აკადემია” საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, თუ რა ფორმით ჩაერთვება პროცესებში, სწორედ საარჩევნო მოლაპარაკებების ვადის ამოწურვის შემდეგ გაახმაურებს.