რელიგია
საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება - მეუფე გრიგოლი

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სიფრთხილით ეკიდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

თუმცა, მისივე თქმით, პროცესი შეუქცევადია და ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მიღება ყველა ეკლესიას მოუწევს.

ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია დღეს უკვე ელადის ეკლესიამ აღიარა, ოფიციალური მიმართვაც გააზავნა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ეკლესიები, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესია, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ამ საკითხს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც შეუქცევადი ხასიათისაა და ადრე თუ გვიან ნებისმიერ ეკლესიას მოუწევს აღნიშნულზე თავისი პოზიციის გამოხატულება, ცალსახად გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.