რელიგია
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა, – ამის შესახებ 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს მეუფემ თავად განუცხადა. მან ასევე დატოვა საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, გუშინ სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა.