პუბლიკაციები
საქინფორმი: თუ რუსეთმა 6 საათში მოახერხა იმ კონფლიქტის გადაჭრა, რომელიც მსოფლიოს III მსოფლიო ომით ემუქრებოდა, საქართველოს პრობლემებს ხომ თამაშ-თამაშით გადაჭრის!

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მაშ ასე, საქინფორმის პროგნოზი კვლავ გამართლდა - აშშ-მა კვლავ უკან დაიხია, რუსეთმა სრულად გაიმარჯვა. ტრამპმა გაუქმა სანქციები თურქეთ პუტინისა და ერდოღანის შეთანხმების შემდეგ”, - იუწყება BBC.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

სანქციები მოიხსნება, თუ რამე ისეთი არ მოხდება, რაც არ გაგვახარებს, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკულ გუნდს, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, კაცთან, რომელსაც კარგად ვიცნობ და კაცთან, რომელსაც უყვარს მისი ქვეყანა. თავის გონებაში, ის მისი ქვყენისთვის კარგს აკეთებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, კონფლიქტის ზონაში სამხედროების მცირე ნაწილი მაინც დარჩება, რათა ნავთობობიექტები დაიცვას.

აშშ-მ თურქეთს სანქციები 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესა.

ახლა კი მკითხველს შევახსენებთ ციტატას საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუდან:

აშშ, როგორც კი მყარ წინააღმდეგობას წააწყდება, მაშინვე უკან იხევს და ბოდიშსაც იხდის! გახსოვთ? ტრამპმა ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს და "მსუქანა ქონდრისკაცი" უწოდა, მაგრამ როდესაც ვერ შეძლო კიმ ჩენ-ინის გატეხვა, მაშინ "დიდ ლიდერად" და "მეგობრად" მონათლა! გასულ კვირას ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტსსულელიუწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ერდოღანმა მის წერილს სანაგვე ყუთში ჩაუძახა, ”მეგობრისდასაოცრად კარგი ლიდერისძახება დაუწყო. თუმცა ამ მაგარ ლიდერებს ძალას მათ ზურგსუკან მდგომი რუსეთი აძლევდა - როცა შენი პარტნიორი პუტინია, შეგიძლია აშშ-ის პრეზიდენტსაც კი გაუკადნიერდე...“

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ელოდებოდა თეთრი სახლის მიერ დაპირებულ აშშ-ის იერიშს თურქეთზე, და პუტინისა და ერდოღანის შეხვედრასაც კი ნათლავდნენ სიტყვებით - "ომამდე ერთი საათით ადრე" და მსგავსი ფრაზებით, საქინფორმის პროგნოზი ახდა: აშშ-მა კვლავ უკან დაიხია, წააწყდა რა თურქეთის მკაცრ წინააღმდეგობას, რომლის ზურგსუკანაც რუსეთი იდგა. გარდა იმისა, რომ აშშ-მა არ დაარტყა სირიას, როგორც დაჰპირდა, მან მთლიანად გაიიყვანა იქიდან ამერიკული ჯარები, და მთელი სირია და თავისი ამასწინანდელი მოკავშირეები, ქურთი მეამბოხეები, ბედის (ანუ პუტინის) ანაბარად დატოვა. ამრიგად, იმ 6 საათში, რაც პუტინსა და ერდოღანს შეთანხმების 10 პუნქტის შემუშავებითვის დასჭირდათ, თავიდან აცილებული იქნა კონფლიქტი, რომელიც, დიდი ალბათობით, შესაძლოა III მსოფლიო ომში გადაზრდილიყო.

ეს ყველაფერი საქართველოშორიახლო ხდება, რომლის ხელისუფლებმაც ვერ შეამჩნი, თუ მათ ცხვირწინ, რუსეთის წყალობით, როგორ მოგვარდა უმწვავესი და უძველესი პრობლემა. იმის ნაცვლად, რომ რუსეთს დახმარებისთვის მიმართო - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენ ხელისუფლება, მოჯადოებულივით იმეორებს - ჩვენ გვჭირდება ნატო! მაშინ ნუ გაკვირდებათ, როდესაც რუსეთი, თურქეთთან ერთად, გააკონტროლებ აჭარას, ოგორც გუშინ დაიწყეს ქართველებისგან, ბოდიში - ქურთებისგან გათავისუფლებული 30-ილომეტრიანი სადემარკაციო ზოლიერთობლივი პატრულირება, თურქეთ-სირიის საზღვრის სამხრეთით. ..