აქტუალური
საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. პრეზიდენტებმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე კულტურულ თანამშრომლობას.
ასევე, პრეზიდენტებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.