პუბლიკაციები
გამჟღავნებული ვერაგობა

 ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა, რომელიც ერთხელ ეძლევა უფლისმიერი ზნეკეთილობით შემკული, სატანა დაბადებიდან რომ მისდევს და ცდილობს, მოუწამლოს სიყვარული სიძულვილით, სიკეთე - ბოროტებით, ერთგულება - ღალატით, მადლიერება - უმადურობით და სულის სისპეტაკე ამ სიბინძურით დაუსვაროს; რასაც არც თუ იშვიათად ახერხებს.

ვის შეეძლო, ეფიქრა, რომ ქართული ამაყი ყოფა ნატო-ს წევრების და ევროპულად გადაქცევის სამარცხვინო მათხოვრობამდე დაკნინდებოდა?!

თურმე ჩვენ ევროპულ ოჯახში ვბრუნდებით. როდის ვიყავით მისი წევრები? იქნებ მაშინ, დახმარების სათხოვნელად მისული სულხან-საბა ორბელიანი რომ გამოაპანღურეს; ან ინდულგენციებით თაღლითობის და საშინელი ინკვიზიციის სამარცხვინო განუკითხაობის მძვინვარებისას? არც მაშინ ვყოფილვართ ევროპელები, ავანტიურისტები, თაღლითები და ყველა ჯურის ნაძირალები რომ შეესივნენ ამერიკას და წითელკანიანი ინდიელები თავიანთ მიწაზე გაჟუჟეს. მანამდე კაცობრიობას რა სახის ადამიანთა წამებით მოსპობის მხეცობა არ ახსოვს, მაგრამ ინდიელი ბავშვების თავიდან ახეული სკალპისათვის ფულის გადახდის საზარლად დახვეწილი გენოციდით მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ იამაყონ ასე, როგორც იაპონიის ორი ქალაქის მოსახლეობის ატომურ ცეცხლზე შეწვით და ამის შემსრულებლის გმირად გამოცხადებით. ჩვენ ისიც დაგვავიწყდა, ამერიკელებს თბილისი ატომური დაბომბვის სიაში რომ ჰქონდათ და, თუ არა საბჭოთა კავშირში ამგვარი ბომბის შექმნა, განზრახულის შესასრულებლად ხელები არ აუკანკალდებოდათ. ზოგიერთი პოლიტიკოსად შეთხუპნული ღამურა ქართველის ლიქნით გაპოხილი ნაბოდვარით თურმე ქართული კულტურა ძალიან ახლოსაა ამერიკულთან. ამერიკელთა ისტორია სამიოდე საუკუნეს ძლივს მოაგროვებს, მანამდე ქართული კულტურა ელოდა ევროპული ავანტიურისტების ამერიკულად მოზელას, რომ მას დამსგავსებოდა, თუ ახლა გადაკეთდა, რაც მის სასაცილო სტრატეგიულ პარტნიორობას იბრალებენ სატანის ბოდვას აყოლილები?

იქნებ მაშინ ვიყავით ევროპელები, ქრისტეს საფლავის გამოხსნისათვის აჯაგრულმა ჯვაროსნებმა მართლმადიდებელი ქრისტიანობის ბურჯი კონსტანტინოპოლი რომ გაანადგურეს ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით; ჩვენც, ალბათ, იქ ვბრუნდებით, რადგან ამ დროშებს ვაფრიალებთ?! რა ვუყოთ, სიმართლის სიცრუით ჩანაცვლებაც ხომ სატანისტური ოინბაზობაა.

ასევე სატანისტური ოინბაზობაა ადამიანის მადლიერების გრძნობიდან გაძარცვა და უმადურობის სიძულვილით გაბოროტება. მაშ, რა უნდა ეწოდოს რუსეთთან ასე ერის თვითგვემამდე მიყვანილ გაუცხოვებას?!

ქართველი ხალხი უმადური არ არის, მას რუსებთან ძმობის და მეგობრობის რწმენა, ამ საშინელ განუკითხაობაშიც, მომავლის იმედით უნთია. სწორედ რუსეთია ასე რომ აფრთხობს ქართველი ხალხის მოსპობა-გადაჯიშებად ევროატლანტიკური „პარტნიორების“ მიერ დასეულ გათავხედებულ სატანისტებს.

ერთიანი საქართველო თვითონ ქართველ ფეოდალთა მიერ სამთავროებად და სამეფოებად დაქუცმაცებულ ერთმანეთთან ძიძგილში და უცხოელი მტაცებლების მიერ დატაცებულ-დაგლეჯილ, დაკნინებულ სულს რომ ღაფავდა, მისი გაერთიანების და შველის პატარა იმედიც არ კიაფობდა, ვინ მოვიდა საშველად?! ვინ გამოსტაცა მტაცებლებს ახალციხე, ახალქალაქი; ვინ დაუბრუნა საქართველოს აჭარა ბათუმიანად და დღეს ვინ ცდილობს მის კვლავ მიტაცებას?!

მუხთალი უმეცრებისთვის ამის ცოდნა სულაც არ არის საჭირო, ან ცოდნა რაში სჭირდებათ, როცა იმის მტკიცება და ყვირილი ევალებათ, როგორი სიცრუითაც გამოაძღობენ სატანის ბოდვის სამზარეულოში.

საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში ყველაზე მეგობრულად და ძმურად ერთმორწმუნე ქართველები ჰყავდათ მიღებული, რომლის სითბო და სიყვარული დღემდე ვერ მოუსპიათ სატანის ბოდვას აყოლილებს.

გაქრობის გზაზე მდგარი ქართველი ერი რუსეთის მფარველობით გაერთიანდა, გამრავლდა, გამძლავრდა და ინდუსტრიულ-აგრარული რესპუბლიკა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ჩადგა.

ქართველი ხალხის უბედურების გზაზე შეყენება უძღებ უმეცართა უმადურობის სამსალით მოწამლული ტვინით ბოდვის შედეგია.

ამხელა ქვეყანაში ოჯახის წევრად ვითვლებოდით და ევროპელებივით დეპორტაციით არ გვერეკებოდნენ. დოტაციებით ისე გვანებივრებდნენ, რომ რუსები საქართველოდან თავიანთ ოჯახებში ამანათებით აგზავნიდნენ იმ პროდუქტებს, რუსეთში რომ იწარმოებოდა და ჩვენთან ჭარბად იყო.

სატანის ზეიმი საქართველოში ძირს იმპერიის ღრიალით დაიწყო, რკინიგზაზე რომ ჩამოსხდნენ და სახალხო მეურნეობისათვის ესოდენი საჭირო ტვირთით დატვირთული მატარებლები არ გამოუშვეს ამ დონ-კიხოტებმა რუსეთის დანგრევის მცდელობად მონათლული ეს საქართველოსთვის მაცოცხლებელი ძარღვის შეჭრა.

რომელი სასიკეთოდ მოაზროვნე ტვინი იფიქრებდა საქართველოს უბედურება - შევარდნაძის მეორედ მობრუნებას, სწორედ იმას რომ ღალატობდა სადაც მისი მაგია მბრძანებლობდა.

კომუნისტების დროს რუსეთის ბაზრებში ქართველებს დასდევდა სპეკულიანტობის დაბრალებით სახელის გასატეხად. მოსკოვში ბებერ პოლიტბიუროს წევრებთან ლიქნით თავს იწონებდა, ქართველები საკავშირო მინისტრებს ქრთამავენ და ზედმეტ ფონდებს იღებენო; საქართველოში ხომ მიწერების, თვალთმაქცობის, ყალბი პომპეზურობის და ადამიანების უბედურების ქარბუქი დაატრიალა.

მეორედ მოსვლით დაიწყო სახალხო მეურნეობის საშინელი განადგურება, აფხაზეთის ავანტიურა და სამეგრელოს საზარელი დამპყრობის დაუნდობლობით აწიოკებით საქართველოს კუთხეების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა და ყველა ჯურის ავაზაკთა შეუბრალებელი პარპაში.

თავის შემდეგ კი საქართველოს ამ მაოხარმა ბოდვით გადაგვარებულ ვერაგ სატანისტთა მთელი ხროვა დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რაც ისედაც გაწამებულ ქართველ ხალხს საზარელ უბედურებად ექცა, მათი გნიასი დღემდე რომ არ ცხრება.

ვის ან რას უნდა ემსახურებოდეს მაკ-კეინის ფონდი, ეს „სტერვიატნიკი“ ვიეტნამის მშვიდობიან მოსახლეობას რომ ბომბავდა და მომწამლავ ნივთიერებებს ასხამდა. ძირს ჩამოგდებული ვიეტნამელებს კინწისკვრით რომ მიჰყავდათ, შეშინებულს პისტოლეტი კი არა, თაგვის სორო ჰქონდა საძებარი; სააკაშვილი იქ დაკარგულ პისტოლეტს სიმბოლურად ჩუქნის მისი გმირობის მოწონების ნიშნად.

ვის შეიძლებოდა, ამ ფონდის სახელით საქართველოში სატანისტთა კონფერენციის მსგავსი რამ შეყრილობა მოეწვია, თუ არა იმავე სატანის მსგავსს, გრძელი სიტყვით რომ გამოვიდა ჯანმრთელი ქართული ორგანიზმის ვერ გამორწყული ფურუნკული - გიგა ბოკერია, სადაც მოწვეული იყვნენ ყოფილი მაღალ „ჩინოვნიკებად“ ნამყოფი უცხოელები. ჩათვალეს, რომ ქართველი ხალხი ისე დააძაბუნეს, დადგა დრო დიდი ხნით შენიღბული ვერაგობის გამჟღავნებისა, ნატო-ში საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე შესვლის შესახებ; ეგეც თქვენი ნატო.

ბოლოქანქარა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ამგვარი მუხთლობის იმედით ირწმუნებოდა, ნატო-ში შეხვალთო? ნაციონალები და მათი მსგავსი სატანის ყველა მსახურნი ნატო-ში კი არა, იმის იქითაც არიან ნატო-ელებზე გაცილებით დიდი სამხედრო კონტიგენტით მათ საქმიანობაში მონაწილეობით. ნატო-ს და მათ თანამეგობრობას საქართველო დანაწევრებული და ჭეშმარიტი მამულიშვილური მადლისაგან გაძარცვული ქართველები სჭირდებათ, რათა რუსეთის წინააღმდეგ ღვიძლის დათხევაში პრობლემები არ ჰქონდეთ.

ამიტომაა, ასე გულუხვად დაფინანსებული, ხვავრიელად მომრავლებული მეხუთე კოლონა ნაციონალები, მათი მსგავსი პარტიებად და არასამთავროებად წოდებული მოლაყბენი; უძღები მედროვე ჩინოვნიკები ნატო-ში და ევროპაში ინტეგრაციაზე ქაქანით ქართველ ხალხს მოუსავლეთისაკენ რომ ექაჩებიან.

რომელ ნატო-ში შეძრომა უნდათ სატანის როკვას აყოლილებს, სერბიას ბომბების სეტყვა რომ დააყარეს, მისი დაშლა-დაქუცმაცება დემოკრატიად და ხალხებზე ზრუნვად მონათლეს და კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების მოხრჩობას ვერ ხედავენ. თავის ინტერესებზე მორგებული ჰააგის ტრიბუნალი შექმნეს სერბ პატრიოტებზე საკუთარი ცოდვების გადასაბრალებლად; ერაყის სასაცილო, ყალბი ბრალდებებით დამაქცევარ ბუშს კი ვერ ხედავენ. ეს ის ნატო-ა, მათ მიერ ჩადენილი ყოველგვარი ძალადობა და უკანონობა დემოკრატიულად და ხალხებზე ზრუნვად რომ საღდება. ამიტომაც ისტორიას ისეთივე სამარცხვინო ლაქად შემორჩება, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანობის მაოხარი ჯვაროსნები. დემოკრატიის საფრთხობელა საუდის არაბეთს ჩახუტებული ევროატლანტიკური სპრუტიც თავის ყველა ძალადობაზე დამყარებულ პროვოკაციას დემოკრატიისათვის თავდადებად ასაღებს, რაც ჭეშმარიტების ქურაში დანაშაულად და სირცხვილად ბოლავს.

რამხელაზე გათავხედებული და თვითდაჯერებულები უნდა იყვნენ ევროამერიკული დემოკრატიის მსახური ყოფილი მაღალი პოსტების ჩინოსნები რომ მათი ლაქია, „ევროპულ საქართველოდ“ გადაღებილი ნაციონალების მიერ მოწვეულ რაღაც კონფერენციად წოდებულ შეყრილობაზე რომ გვთავაზობდნენ საქართველოს დანაწევრებით ნატო-ში შესვლას. ჰგონიათ, რომ დაუდგათ დრო ადრე დაგეგმილი სიმუხთლის გამჟღავნებისა, რომ მათ მიერ ხელფეხშეკრული ხელისუფლება ისე დაძაბუნდა, უპრობლემოდ შეცვლიან სატანის მსახური, ქვეყნის მოღალატე ნაცებით, რადგან ქართველებს აღარ შერჩათ ღირსეული მამულიშვილები.

ამერიკაში ევროპული ავანტიურისტების შესაფერი გაგრძელება ვინმე დევიდ კრამერს, როგორც ყველა მის მსგავს ამერიკელს თავი სამყაროს ბატონ-პატრონად რომ მოაქვს, ბოკერიას სატანური ბოდვისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად მისულმა ირმა ინაშვილმა თავხედური მოქცევისათვის ამაყად მოსთხოვა ბოდიში მოეხადა; ქართულ ენაზე ნათქვამი ეს მწარე წამალი ნათარგმნის მოსმენით გადააყლაპა და მთელ ამ შეყრილობის მონაწილეებს დაუმტიკიცა, რომ ქართული გენი სამშობლოს ინტერესების შეუპოვრად დამცველი, ერის საამაყო მამულიშვილთაგან არ დაცლილა. მთელმა საქართველომ იხილა და მოისმინა დარბაზში, სადაც სატანისტები ბზუოდნენ და კრაზანებივით შემოსეოდნენ, ირმას ხმა ქართველი ერის შვებად და გამოფხიზლებად რეკავდა. იგივე ირმას ენით რომ ვთქვა, ასეთ მამულიშვილებზე დადგება საქართველო!

ვეღარ გაიგეს, რომ ევროატლანტიკურ „პარტნიორებს“ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობის ობიექტად იყენებენ და ამისათვის დაჩეხილ-დანაწევრებული და დამონებული საქართველო სჭირდებათ.

რაღაც რუსეთთან მოლაპარაკებაზე საუბარი დაიწყეს იმ პირობებით, რომ გვერდით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეყოლებაო; აქედანვეა ამ, ეგრეთ წოდებული, მოლაპარაკების შედეგი, თანაც როცა ჩვენთან ყოველგვარი ზღვარგადასული ანტირუსული პროპაგანდა მძვინვარებს.

საქართველოს აღიარების და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა რუსეთზე გადის, რასაც ასეთი გააფთრებით ეწინააღმდეგებიან გასატანებულივაი ქართველები.

ჭეშმარიტი მამულიშვილებიდან კი საქართველო არ დაცლილა და სამშობლოს აღორძინების გზაზე დაყენების იმედი სწორედ მათი ცვეული შეუპოვრობით გაბრძოლების მოლოდინშია.

გივი სომხიშვილი