პოლიტიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 22 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, შემდეგ ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა სემ ბრაუნბეკთან, აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩთან საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში.

შეხვედრებზე, რომლებიც უშუალო გაცნობასა და შუამავალი ორგანიზაციების გარეშე ურთიერთობას გულისხმობდა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უშუალო ურთიერთობები და პირადი შეხვედრები გაცილებით ნაყოფიერ და ქმედით შედეგებს გამოიღებს, რადგან ეკლესიას ეძლევა შესაძლებლობა, თავად ისაუბროს და სხვათა შუამავლობის გარეშე გააცნოს ინფორმაცია დაინტერესებულ 

 
   
 


საქინფორმი