საზოგადოება
ახალციხის ტელევიზიამ ანტირუსული ინტერვიუს ჩასაწერად ერთი გაბოროტებული «ბომჟი» იპოვა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ღიმილს იწვევს ამერიკა-ევროპის მიერ «დაგრანატული» ლიბერალური მასმედიის მუშაობის მეთოდები (სხვა მასმედია საქართველოში თითქმის არც არსებობს, განსაკუთრებით რეგიონებში): ტრადიციული «ჯადოსნური» კითხვის მერე — «რუსეთი ოკუპანტია?» — ცდილობენ, რაიმე ინტრიგა გამონახონ. ახალციხეში გამართული სახალხო დიპლომატიის ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ, ადგილობრივმა ტელევიზიამ ერთი ასეთი «ინტრიგა» იპოვა — გაბოროტებული «ბომჟი», რომელიც ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოსიუჟეტის დასასრულს (იხ. აქ 5:05) ჩნდება და ბილწსიტყვაობს. შეიძლება ითქვას, რომ ბილწსიტყვაობით განთქმული გვარამია-გაბუნიას დუეტი ლიბერალებისთვის მშობელ მამაზე უფრო მეტად მისაბაძი ავტორიტეტია. დანარჩენი თავად იხილეთ.