პუბლიკაციები
გულბაათ რცხილაძე: რფ-ის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ყაზბეგ ტაისაევი გახდა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. 20 ოქტომბერს ახალციხეში გამართული შეკრების ფარგლებში, რომლის შესახებაც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა, სიტყვით გამოსვლისას, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ გამოაცხადა შემდეგი ინფორმაცია:

რამდენიმე დღის წინ დამაიმედებელი ამბავი მოხდა რუსეთის პარლამენტში: დსთ-საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ძალიან დადებითი ადამიანი, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი პიროვნება, ოსური წარმოშობის ყაზბეტაისაევი.

ჩემი კოლეგა თეიმურაზ ფიფია ამჟამად მოსკოვშია და კოლეგებთან კონსულტაციებს გადის. შესაძლებელია შეიქმნას ქართულ-რუსული საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც განიხილავს ჰუმანიტარულ საკითხებს. მე პირადად ვთვლი, რომ ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება, რუსეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის უფლების უზრუნველყოფის შესახებ, უნდა განიხილოს სწორედ ამ საბჭომ. თუ ეს პროექტი წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება დიდი გამარჯვება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე”.

წყარო: news-front