უცხოეთი
რუსეთი ნატო-ს ურჩევს, სამხედრო უნიფორმების ნაცვლად, ისტორიის წიგნები შეიძინოს

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ნატო-ში, ალიანსს ურჩია ზამთრის ფორმების სანაცვლოდ, ისტორიის წიგნები შეიძინოს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია აპირებს შეიძინოს 78 ათასი კომპლექტი ზამთრის კამუფლიაჟი, ასევე უნიფორმები - 40 ° C ტემპერატურაზე ოპერაციებისთვის.

„ეს ალბათ მნიშვნელოვანია ნატო-ს თავდაცვითი გეგმების დასამტკიცებლად? სჯობდა ისტორიის წიგნები შეგეძინათ, მაგალითად, სტალინგრადის შესახებ?” - წერენ რუსი დიპლომატები Twitter-ზე.

მანამდე, რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ნიკოლაი ევმენოვმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო ყოფნის არქტიკაში გაზრდასთან ერთად, რეგიონში კონფლიქტების რისკი გაიზრდება.

interpressnews.ge