სამართალი
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილი დააყადაღა - კახა კოჟორიძე

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ აქიმიძისა და დვალის ადვოკატი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოდან აცნობეს, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიან წილს ყადაღა დაედო.

კახა კოჟორიძემ აქიმიძისა და დვალის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანა. მოსარჩელე მხარე ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის დაბრუნებას ითხოვს.