პოლიტიკა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაადასტურეს, რომ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ კონსორციუმს უკვე აცნობა.

ცნობისთვის, კონსორციუმმა შესაბაის უწყებას Van Oord-ის მიერ აქციების შესყიდვის სურვილთან დაკავშირრბით გასულ თვეს აცნობა. უწყებამ გადაწყვეტილება 28 დღის ვადაში მიიღო. Van Oord ჰოლანდიური კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი „მერიდიანი“ ჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.