აქტუალური
იანვარ-სექტემბერში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მონაცემები წინა წლის მონაცემთან შედარებით 0.5 პროცენტით მეტია.

9 193.7 მლნ. აშშ დოლარიდან ექსპორტი 2 719.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 755.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 690.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.