პუბლიკაციები
საქართველოში გამოჩნდა წიგნი როტშილდების საქმიანობის შესახებ კავკასიაში “PERSONA GRATA”

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გამოჩენილი ქართველი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე რომ როტშილდებთან იყო დაკავშირებული, ამის შესახებ გარკვეული ინფოორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ სად და როგორ დაკავშირდნენ ისინი ერთმანეთთან და რა შედეგები გამოიღო ამ კავშირმა, აღწერილია მალხაზ კოხრეიძის წიგნში “PERSONA GRATA”.

როტშილდები კავკასიაში ჩადიან და ბაქოში ნავთობის მოპოვებას იწყებენ. ბათუმში ისინი ნიკო ნიკოლაძის შუამდგომლობით ყიდულობენ პალაშკოვსკის ნავთობის ყუთების ქარხანას და ერთ ერთ დირექტორად, ისევ ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით, ნიშნავენ ქართველ მოღვაწეს დავით ერისთავს. სხვა ქართველებიც მუშაობდნენ ხელნძღვანელ თანამდებობებზე აღნიშნულ ქარხანაში, და მუშების უმეტესობაც ქართველები შეადგენდნენ - მათ შორის წიგნის ავტორის წინაპრებიც იყვნენ.

ბათუმის როტშილდის ქარხანაში მუშაობდა ახალგაზრდა იოსებ სტალინი, რომელმაც ქარხანაში ხანძრის გაჩენის დროს მამაცობა გამოიჩინა და ფულადი ჯილდოც დაიმსახურა. სხვათაშორის, სტალინი დადებითად აფასებდა ქარხნის დირექტორის დამოკიდებულებას საქმისადმი, თუმცა მუშების ცალკეული გამოსვლების დროს აქტიურობდა და მხარს უჭერდა მათ სოციალური ხასიათის მოთხოვნებს.

როტშილდების და ნობელების ჯგუფებს შორის მწვავე კონკურენცია იწყება. ბაზარზე ჩნდება ახალი ძლიერი მოთამაშე ალექსანდრ მანთაშევი. ნიკო ნიკოლაძე მხარს როტშილდებს უჭერს და მხარდაჭერას ღიად, პრესის საშუალებით გამოხატავს.

საქართველოში ჩამოდიან როტშილდების წარმმადგენლები და საქმიან მოლაპარაკებებს იწყებენ. სასარგებლო წიაღისეულთან ერთად მათ, ქართული ვაზი და მეღვინეობის დარგი აინტერესებთ.

თბილისში ედმუნდ როტშილდი ჩადის მეუღლესთან - ადელაიდა როტშილდთან ერთად. მათი ჩასვლა „ემთხვევა“ იმპერატორ ალექსანდრ მესამის ჩასვლას. ედმუნდ როტშილდი და ადელაიდა როტშილდი ივან ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლში, იმპერატორის საპატივცემულოდ გამართულ ბანკეტზე მიიწვიეს. ისინი, ასევე სხვა ქართველი წარჩინებულების სტუმრებიც იყვნენ. მაგალითად დავით ერისთავთან სტუმრობის დროს, შაბათი შემოვიდა და როტშჩილდებმა თავაზიანი უარით გაისტუმრეს მეეტლე და მასპინძლის თანხლებით ფეხით გაემართნენ სასტუმროსკენ.

ადელაიდა და ედმუნდ როტშილდები საქართველოდან შუა აზიაში გაემგზავრნენ.

მალხაზ კოხრეიძის წიგნში აღწერილია ებრაელების იმდროინდელი მდგომარეობა კავკასიაში. მათი რუსეთის იმპერიიდან ემიგრაცია სხვადასხვა გზებით და განსაკუთრბით- შავი ზღვით. სიონიზმი განვითარება სააქართველოში, სომხების და აზერბაიჯანელების კონფლიქტი, მუშათა გამოსვლების და კრმინალების გააქტიურების ამბები და ა.შ.

როტშილდებმა კავკასია დატოვეს. ავტორი დეტალურად განიხილავს მათი გასვლის მიზეზებს, ზარალს, რომელიც როგორც მხარის ბიუჯეტს, ისე მუშამოსამსახურეებს და მათ ოჯახებს მიადგათ.

ნიკო ნიკოლაძე ცდილობს შეაფერხოს როტშილდწების გასვლა ქვეყნიდან, როგორც ქალაქ ფოთის მერი, ფოთში ოფისის გახსნასაც კი თავაზობს, მაგრამ, იმდენად არარენტაბელურია კავკასიაში საქმიანობა, რომ როტშჩილდები იქ საქმეს ხურავენ, თუმცა კომისიას ქმნიან და ასე, კომისიის მეშვეობით, ყველას დავალიანებას უსტუმრებენ.

მალხაზ კოხრეიძის წიგნი დღემდე დაუმუშავებელი მასალების დამუშავების შედეგად შეიქმნა და მკითხველი პირველად ეცნობა ბევრ ამბავს თუ ფაქტს. „PERSONA GRATA” ქართულ ენაზეა და საქართველოს წიგნების მაღაზიებში იყიდება. სამწუხაროდ, წიგნი ჯერჯერობით არც ერთ სხვა ენაზე არ თარგმნილა და დაინტერესებული მკითხველების დიდი ნაწილი ვერ ეცნობა ამ საინტერესო ნაწარმოებს. სასურველი იქნება, სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს დღემდე უცნობი ისტორიები. ავტორი დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და დაინტერესებულ პირთან.