აქტუალური
რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად - მეთიუ ბრაიზა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივა მომგებიანია.

რასმუსენის იდეაზე, რომელიც გულისხმობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ბრაიზა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან" ინტერვიუში საუბრობს.

ამერიკელი დიპლომატი ასევე ეხმაურება ქართული საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას, რომ თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ეს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავდეს. მისი თქმით, მომავალში იქნებიან გარკვეული რუსეთთან დაახლოებული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას განახორციელებენ, აღიაროს აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ ქვეყნებად.