სამართალი
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაკავებული ქართველების – დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის – გათავისუფლების შესახებ თხოვნის წერილს მალაიზიელ კოლეგას უახლოეს დღეებში გაუგზავნის.
პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა გილაურმა საქართველოში ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მიიღო, რომლის თანახმადაც, დადგინდა, რომ დარეჯან კოხტაშვილმა და ბაბუცა გორდაძემ არ იცოდნენ, საზღვარზე ნარკოტიკები რომ გადაჰქონდათ.ისინი სამართალდამცველებმა მალაიზიაში ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გადატანისთვის გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ადგილობრივი კანონმდებლობით, ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.