სამართალი
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული იყო.

სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო.

პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.