უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და იმ ტერიტორიას დატოვებენ, სადაც ანკარა „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში თურქეთს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.

ერდოღანი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება უცვლელია და მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

interpressnews.ge