აქტუალური
საქართველოში დაავადებული ჩაი შემოდის

chaiiiდღეს, 22 მარტს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში იმპორტირებული ჩაის რამდენიმე წლის დაგვიანებით შემოსვლის გამო პროდუქტს ყველა თვისება დაკარგული აქვს და ფერისთვის მას ხელოვნურ საღებავებს უმატებენ.

„ლაბორატორიული კვლევების შედეგად რამდენიმე სახეობის იმპორტირებულ ჩაიში აღმოჩენილია ხელოვნური საღებავი კოლინი და ობის სოკო“, – აღნიშნა სვანიძემ და იქვე დასძინა, რომ ხშირად ტროპიკებში მოყვანილ ჩაის უამრავი დაავადება უჩნდება პარაზიტებისა და მავნებლების სახით, რომელთა წინააღმდეგაც შხამქიმიკატებს იყენებენ. ეს კი საბოლოოდ პროდუქციაშიც ხვდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოითხოვა, გაკეთდეს მითითება, იმპორტირებული ჩაის შემადგენლობაში რომელი ხელოვნური მინარევებია დამატებული.