საზოგადოება
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა - ახალი საეკლესიო სკანდალი

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა, - ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.

სინოდის წევრებისათვის დაბალი რანგის სასულიერი პირის მხრიდან მეუფისათვის შეურაცხყოფა მიუღებელია. მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ ამ საკითხს სინოდის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ:

რა თქმა უნდა, განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში“.

ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, „ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სცილდება საზღვრებს, ქრისტიანული ეთიკის, კანონიკური ნორმების საზღვრებს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას“.