აქტუალური
სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ბაბუაჩემის პრეზიდენტობის დროსაც ვიყავი – სოფო შევარდნაძე

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ცნობილი ოჯახის შვილი, ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე აცხადებს, რომ ის სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ყოფილა.

როგორც შევარდნაძემ „ელის“ რუსულ გამოცემასთან აღნიშნა, მას სექსუალურად ავიწროებდნენ, მათ შორის ისეთ დროს, როცა მისი ბაბუა ედუარდ შევარდნაძე თანამდებობაზე იყო. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ყოველთვის შეეძლო ხურდის დაბრუნება.

თუ მამაკაცს ქალი სურს, მას არაფერი შეაშინებს, მაგრამ მე ყოველთვის შემეძლო თავის დაცვა. არასდროს მესმოდა, თუ არ გინდა, ხელი შეგახონ, ამას ყოველთვის აღუდგები წინ. მერე სხვა ქალებმა მითხრეს, რომ თქვენსავით ბევრს არ გამოსდის მამაკაცისთვის წინააღმდეგობის გაწევაო. მერე დავფიქრდი, რომ ბევრი სხვადასხვა სიტუაცია არსებობს და ქალებს სხვადასხვა ბექგრაუნდი აქვთ. ძალიან ეგოისტურად ვფიქრობდი, რომ ყველა ქალს შეუძლია მამაკაცს უარი უთხრას. ამიტომ ახლა ვფიქრობ, რომ მამაკაცებმა პატივი უნდა გვცენ როგორც პროფესიონალებს და არა იმიტომ, რომ ლამაზები ვართ“, – აცხადებს შევარდნაძე.

წყარო: Sputnik-Georgia