რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,ქართულ-აფხაზური საგას” წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას.

,,ქართულ-აფხაზური საგა” მიზნად ისახავს აფხაზეთში მოღვაწე ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას და სამედიცინო ინვენტარით უნზრუნველყოფას.

,,აფხაზებს უნდა ახსოვდეთ – ბრძანა მისმა უწმინდესობამ,- რომ, აფხაზეთი და აფხაზები ჩვენს გულშია, გულით ატარებს ქართველი ადამიანი აფხაზეთს. მტერი ცდილობს ჩვენს გაყოფას, მაგრამ ვერ შეძლებს. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად. დალოცოს ღმერთმა მთლიანი საქართველო!”

შეხვედრაზე წაკითხულ იქნა მიმართვა, სადაც გამოხატულია გულისტკივილი იმ პრობლემების გამო, რაც ბოლო პერიოდში შეიქმნა ჩვენს ხალხებს შორის და გამოთქმულია იმედი, ღვთის მადლით სიტუაციის შეცვლისა.