აქტუალური
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სოფელ ოძისში გერმანიის პრეზიდენტი ჩასვლას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მოხარული ვარ, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ოძისში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეუერთდა პატრულირებაში. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და დელეგაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ მოახსენეს. ისინი გერმანელ დამკვირვებლებს შეხვდნენ. გერმანია ამ მისიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, ამჟამად 12 გერმანელი პროფესიონალია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში“, – წერს ჰოეგი „ტვიტერზე“.