აქტუალური
კონფერენცია აგრობიზნესის დაფინანსების საკითხებზე

bakur-kvezereliდღეს, 22 მარტს, თბილისის სასტუმრო «Courtyard Marriott“-ში ტარდება კონფერენცია აგრობიზნესის დაფინანსების საკითხებზე.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმოების, აგრობიზნესისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გი ელენამ გახსნეს.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და აგრობიზნესის სფეროში IFC-ს საერთაშორისო გამოცდილებას ეცნობიან.