საზოგადოება
რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას არ განვიხილავთ - პრემიერი გახარია

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის.

ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შემდგომში. ქვეყნისთვის სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.