პოლიტიკა
ძალოვანი მინისტრები დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხებენ

parlamentis-sxdomaXXსაქართველოს საკანონმდებლო ორგანოში „სამთავრობო კვირეულის“ ერთგვარ დამატებად იქცევა 25 მარტი, როცა დეპუტატებს საშუალება მიეცემათ, შეკითხვები დაუსვან ძალოვან მინისტრებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძემ განმარტა, ამ დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

მისი თქმით, დეპუტატებს კითხვები ძალოვან მინისტრებთან აქვთ და ამ უკანასკნელებს პასუხების გაცემაც მოუწევთ.

„ყველა შეკითხვა, რაც გვაქვს, დასმული იქნება ძალოვანი მინისტრებისათვის. შეიძლება მათ საამაყო არაფერი ჰქონდეთ იმის გამო, რომ პრეზენტაციებით, სხვა მინისტრების მსგავსად, ცალკე არ გამოდიან, მაგრამ მათთან კითხვები არის და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მოსმენის კვირეული პარლამენტში იწყება დღეს, 22 მარტს.