სამართალი
ზარდიაშვილის მოცილება “ქართული ოცნებისთვის“ აუცილებლობას წარმოადგენდა - ვახტანგ მაისაია

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ მაისაია “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისთვის“ ვანო ზარდიაშვილის მოცილება მნიშვნელოვანი იყო, რადგან აღნიშნული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

“ქართული ოცნებისთვის“ ზარდიაშვილის მოცილება აუცილებელ გარემოებას წარმოადგენდა. ის გაუშვეს ტექნიკურად. ახლოვდება 2020 წელი, რომელიც იქნება ახლი პრინციპებით ჩატარებული არჩევნები. მით უფრო, როცა საქართველოში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, რომელიც ყველა ადამიანს შეეხო. ეკა ბესელიამ მიაღწია იმას, რაც სურდა. ზარდიაშვილი, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭი და პორტირებული ნაცი,“ქართული ოცნებიდან“ იქნა გადაყენებული და გაძევებული“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა.