უცხოეთი
საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა დონბასის პრობლემასთან დაკავშირებით მარტო დატოვეს. „ჩვენ უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი ამ ტვირთით და პრობლემებით მარტო დავტოვეთ“,-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკის ფორუმზე.
მისივე თქმით, ევროპა კი ისევ სიჩუმეს ინარჩუნებს.
„თქვენ ხვდებით რაზე ვსაუბრობ - ორივეს ვგულისხმობ, დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. ისინი ამ ახალგაზრდა კაცს მხოლოდ ქვებს ესვრიან, რომ საკუთარი ინტერესები გაატარონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსი უკრაინის მთავარ პარტნიორად დაასახელა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
interpressnews.ge