საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - დაძაბულ სიტუაციასა და კონფლიქტებთან მიმართებაში ვისურვებდი დეესკალაციასა და დეოკუპაციას

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. დაძაბულ სიტუაციასა და კონფლიქტებთან მიმართებაში ვისურვებდი ​დეესკალაციასა და დეოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტს განუცხადა კითხვაზე, რას ისურვებდა იმ დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე, რაც არსებობს საქართველოში.

დაძაბულ სიტუაციასა და კონფლიქტებთან მიმართებაში პირველ რიგში, ვისურვებდი დეესკალაციასა და დეოკუპაციას. თუ სურვილებზეა საუბარი. თუ იმაზეა საუბარი, რა შეიძლება, რომ ახლა გაკეთდეს და რას ვითხოვთ პარტნიორებისგან, მთავარი თხოვნა არის ის, რომ საქართველო დაბრუნდეს დღის წესრიგში, არ იყოს მივიწყებული, რადგან იმის შემდეგ შედგა მასშტაბური კონფლიქტი, მაგრამ ეს ორივე კონფლიქტი არის ერთი სახეობის და აუცილებელია, ერთ ჭრილში იყოს განხილული, რათა ჩვენი პარტნიორები თავიანთ კონსულტაციებში ახსენებდნენ სიტუაციას, ვალდებულებებს, რომლებიც თავის დროზე აღებული იყო რუსეთის მიერ. თუ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, მაგალითისთვის ერთი საკითხია, რომელიც შეიძლება, იყოს ევროკავშირის მისიის არეალის გაზრდა იმ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ შეძლოს იმ ინციდენტების უფრო ეფექტურად პრევენცია, რაც უფრო გახშირებულია და შეიძლება, რომ გადაიზარდოს დაძაბულობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: პირველი არხი