აქტუალური
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიიღო 2018 წლის თებერვალში მისი გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს წარადგინა ყალბი ინფორმაცია, კერძოდ, არ მიუთითა საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.