პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთთან პარტნიორობის მომხრეები საქართველოში ბევრ უფლებებს მოკლებულნი არიან!

    25 სექტემბერს რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუიორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74- სესიის ველებზე და 3-4 ოქტომბერს ნატო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში - საინფორმაციო სააგენტო „NEWSFRONT“– თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქინფორმი მთავარი რედაქტორი არნო იდირბეგიშვილი მოგვითხრობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ მოვლენებს.

- სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივით და შვეიცარიის საელჩოს შემწეობით პირველი ოფიციალური კონტაქტი იყო ასეთ მაღალ დონეზე 08.08.08 წლის ომის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიდი ხნის ნანატრი დიალოგის დასაწყისი? იგეგმება თუ არა მომდევნო შეხვედრები, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაუმჯობესება, დიპლომატიური ურთიერთობებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა?

- თავად მოლაპარაკებების ფაქტმა იმთავითვე პოზიტიური როლი ითამაშა - საქართველოში უბრალო ადამიანები ცოცხლად განიხილავდნენ ამ მოვლენას, თუმცა ამავე დროს მათ შორის გარკვეული სიმშვიდე და აღმაფრენა სუფევდა, რაც დიდი ხანია არ შეინიშნებოდა. მართლაც, პირველად 10 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი მომავლის იმედი მიეცათ! იმ დღეებში, ლარმაც კი „გამყარება“ დაიწყო დოლართან მიმართებაში, ხოლო სააკაშვილის დაბნეული „პროდასავლური”ოპოზიცია მიჩუმდა და მხოლოდ დუნედ კბენდა ივანიშვილის „პრორუსულ“ მთავრობას! თუმცა სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა:  ხელისუფლებამ, ოპოზიციის ეჭვის გასაქარწყლებლად, ჯერ იცრუა - აქაოდა, რუსულმა მხარემ მოითხოვა შეხვედრა, ჩვენ კი უბრალოდ „ვუპასუხეთ მისგან გამავალ სიგნალებს". ოფიციალური თბილისის გულუბრყვილო გათვლა, რომ მოსკოვი შორს არის და ამიტომ ამას ვერ შეიტყობს ან "თვალს დახუჭავს", არ გამართლდა - ამას მყისვე მოჰყვა უარყოფა -  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გულმოსული, თავად ლავროვისგან კი სარკასტული!

    ერთი ტყუილი, როგორც მოგეხსენებათ, მეორეს წარმოშობს: გამოსავლის მოსაძებნად, სიცრუეში მხილებულმა საქართველოს საგარეო უწყებამ ინსინუაციებს მიმართა - აქაოდა ეს შვეიცარიის მხარის შეთავაზება იყოო! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩომ, როგორც ოფიციალურმა შუამავალმა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპურთიერთობების არარსებობის პირობებში, ამ შეხვედრის მხოლოდ ორგანიზება მოახდინა. და ასეც რომ ყოფილიყო - თუ ლავროვთან მოლაპარაკებების იდეამ "გონება გაუნათა" შვეიცარიის ელჩს და არა ქართველ მინისტრებს, გამოდის, რომ შვეიცარიის საელჩოს უფრო აღელვებს ქართველი ხალხის ბედი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას!

    თუმცა ეს ყველაზე უარესი როდია: ცხადია, იმისათვის, რომ უკეთ ემართლებინათ თავი ოპოზიციისა და მისი ლიდერი სააკაშვილის წინ - აქაოდა, ჩვენ სულაც არ ვთანამშრომლობთ კრემლთან თქვენ ზურგსუკან, ბატონებო! - საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ეს არ იკმარა და დააზუსტა, რომ შეხვედრა ლავროვთან მოხდა "სტრატეგიული პარტნიორების დაჟინებით, კონსულტაციებისა და მათთან სრული სინქრონიზაციის შედეგად"... ეს "ზეშთაგონება" კიდევ უფრო დიდი შეცდომა აღმოჩნდა, რადგან თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ყალიბდება საზღვარგარეთ, თუნდაც ეს ქვეყნები დასავლელი პარტნიორები იყვნენ, მაშინ საქართველო არ ყოფილა სახელმწიფო, მით უმეტეს - დამოუკიდებელი! რადგან თუკი ასეთი „წვრილმანები“, როგორიცაა მეზობელი ქვეყნის მთავარ დიპლომატთან შეხვედრა, საჭიროებს სანქციას გარედან და თანაც - შორიდან, მაშასადამე ხარ მარიონეტი! და ნებაყოფლობით ამ ფაქტის საჯაროდ აღიარება მოწმობს უმაღლესი დონის ქართველი სახელმწიფო მოხელეების დაბალ კვალიფიკაციასა და მათ სამსახურებრივ შეუსაბამობას!

   მითხარით, გეთაყვა - რაში სჭირდება ლავროვის ქართველ კოლეგას განსაკუთრებული მიზეზი მასთან შესახვედრად?! თუ 10 წლის განმავლობაში არ ელაპარაკები მეზობელს, რომელთანაც ათასობით კილომეტრის საერთო საზღვარი გაქვს, რომლის ტურისტებსა და რომელთან ვაჭრობაზეც დგას შენი სახელმწიფო ბიუჯეტი და რომელიც აკონტროლებს შენი ტერიტორიების 20% -ს, მაშინ დიპლომატი კი არა, დაუნი ხარ! საგარეო პოლიტიკური უწყებები კონტაქტებს საომარი მოქმედებების დროსაც კი, ნებისმიერი მთავრობის პირობებში ინარჩუნებენ, სწორედ ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციფიკა, ამას გულისხმობს დიპლომატის პროფესია! ასე რომ, „ჩაიწერეთ ქულები“, ბატონო ”მეოცნებეებო”, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ! დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ტუჩაბზუებული ხუშტურიანი შინაბერა კი არა, ადექვატური, შემოქმედებითად მოაზროვნე პოლიტიკოსები ხართ, რომლებსაც არ შეშინებიათ იმპროვიზებული შეხვედრის, თუნდაც დიპლომატიის ისეთ "ლომთან", როგორიც ლავროვია! ეს ხომ თითქოსდა ელემენტარულია და ზედმეტ ჭკუისკოლოფობას არ მოითხოვს?!

     მაგრამ არა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტა დაეშვა კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე საშინელი შეცდომა. თურმე - ყურადღება! –– დასავლელმა პარტნიორებმა დაავალეს, შეხვედროდნენ ლავროვს, რათა "უშუალო კომუნიკაციისას", შუამავლების გარეშე, პირისპირ ეთქვათ, რომ ის ... ოკუპანტია! ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ ამ პოზიციას და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რათა მკაფიოდ ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ პროცესის გაგრძელების დაუშვებლობა. ბუნებრივია, საქართველო იმოქმედებს თავის პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში,- განაცხადა ზალკალიანმა. რა არის ეს - მიზანმიმართული შეურაცხყოფა, თუ თანდაყოლილი ჭკუასუსტობა?! ნუთუ სტალინის თანამემამულეებმა, რომლებმაც უპრეცედენტო უტაქტობა დაუშვეს, არ გაიარეს ეთიკისა და დიპლომატიის უმაღლესი სკოლა, რომელსაც ქართული სუფრა წარმოადგენს?! რუსეთში განგებ არ გააკეთეს კომენტარი ამ ლაფსუსზე, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, უთუოდ შეახსენებენ ჩვენს ხელისფლებას.

    დიახ, პირდაპირი ავიამიმოსვლა, ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, აღდგება, რუსი ტურისტები საქართველოში უწინდებურად დაისვენებენ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას, ნაკლებ სავარაუდოა, ეს მოხდეს მანამ, სანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება. რაც, თავის მხრივ, არარეალურია მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში საღი აზრის მქონე პოლიტიკოსები არ გადაწონიან. დღეს, რუსეთთან პარტნიორობის მომხრენი, ნატოსთან პარტნიორობის სანაცვლ, საქართველოში მოკლებული არიან მრავალ უფლებას: მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას, მათი დანიშვნები ნებისმიერ დონის სახელმწიფო თანამდებობებზე და ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა მთლიანად დაბლოკილია; მათთვის დახურულია ყველა სატელევიზიო არხი  და მედიის უმეტესი ნაწილი; მათ არ იცავს ომბუდსმენი და პარლამენტის უფლებადამცველი კომიტეტი; ისინი მოკლებული არიან გამოხატვის თავისუფლებსა და შეკრების უფლება - მათ მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს მიტინგი თუ კონფერენცია, დაუსჯელად იშლება და დევნება რუსოფობების ზონდერბრიგადების ფიზიკური ძალის გამოყენებით! მადლობა ღმერთს, რომ რუსეთთან მეგობრობის აღდგენის მომხრეებს ჯერ კიდევ არ ყრიან გეტოებში და პასუხისგებაში არ აძლევენ სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდებით, ოგორც მტრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას! რასა, სხვათა შორის, ითხოვს არა მხოლოდ "ქართული" ოპოზიცია, არამედ ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელიც, მაგალითად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტ! ანუ ის, ვინც არ ყვირის "დიდება ნატოს!" და "სიკვდილი რუს ოკუპანტებ!" მეორე სორტის ხალხია, უკეთეს შემთხვევაში - გულწრფელად შეცდარი დებილები, რომლებაც ქართულ საზოგადოებაში შექმნეს კეთროვანი საბჭოთა გადმონაშთების იმიჯი და საქართველოს მოქალაქეობაც კი ართმევენ! დიახაც, ერთი-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ახლახან შევიტყვე, და თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციით საბოლოო ინსტანციას წარმოადგენს ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ არ გაერკვევა და არ გამოსწორე ამ აღმაშფოთებელ პრეცედენტს, ამ ფაქტებ გავასაჯაროებ! დაე, მაშინ აშშ-ის ელჩმა ნატოში ქეი ჰატინსონმა არკვიოს - არის თუ არა საქართველოშიდემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი პრესა“, რაც, მისი აზრით, აუცილებელია ნატოში რუსთაველის ქვეყნის გასაწევრებლად!

    ზოგადად, ზემოხსენებული „ანტურაჟის“ და შემდგომი, ქართული დელეგაციის მიერ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, უკრაინასთან, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად განხორციელებული ანტირუსული დემარშების გათვალისწინებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლავროვთან შეხვედრას საქართველოს ხელისუფლება ისეთივე პროვოკაციული განზახვით ითხოვდა, როგორც 4 თვის წინათ  სთხოვეს სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვს თბილისში ჩამოსვლა! ამიტომ მნიშვნელოვანია არა რუსეთთან დიალოგის ფაქტი, შეხვედრები - შეხვედრებისთვის, არამედ ის, რომ ქართული მხარე წარდგენილი იყოს უფლებამოსილებებით აღჭურვილი საღად მოაზროვნე ადამიანებით, რომლებსაც ერთნაირად კეთილგანწყობითა და საქმიანად მიიღებენ მოსკოვშიც, სოხუმშიცა და ცხინვალშიც! ასეთი ქართველები, პროფესიონალები და პატრიოტები, არსებობენ, ისინი ცნობილი და პატივსაცემი არიან და ჭკვიანი ხელისუფლება მათ პოტენციალს საქმის სასიკეთოდ, საქართველოსთვის გამოიყენებდა, რადგან წარმატების შემთხვევაში, „ქულებს“ მაინც მას მიაწერდნენ!

     - გასულ კვირას ორი დღის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელები და ძალოვანი მინისტრების მეხუთედ ასპინძლობდნენ ბათუმში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ იულერის და გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ხელმძღვანელობით. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ერთობლივი განცხადებით, მორიგე მესეჯების გარდა - ”ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძლიერი მხარდაჭერისადასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერის”, ”საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციაში მიღწეული პროგრესი”, ”ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა" და" დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასების" შესახებ - გადაწყდა, მნიშვნელოვნად განახლდეს, გაუმჯობესდეს და გაღრმავდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) და გაძლიერდე პრაქტიკული თანამშრომლობ და პარტნიორობ შავი ზღვის აუზის რეგიონში, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. რა იგულისხმება ამაში და რა იყო ამ ვიზიტის ნამდვილი მიზანი? რატომ ჩატარდა ბათუმში და არა თბილისში?

- თქვენ უკვე თავად უპასუხეთ ამ კითხვას. ამ ღონისძიების ნამდვილი მიზანი იყო არა საქართველოს ნატოში მიღება, არამედ ნატოს ფლოტის განლაგების მომზადება საქართველოს საზღვაო პორტებში - ბათუმსა და ფოთში, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს აფხაზეთსა და ყირიმში. ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობები საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას მისასალმებელ სიტყვაში, - შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტი, და რადგან ყირიმის ანექსიამ განაპირობა რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაში, რა თქმა უნდა, ნატოს ყოფნა შავ ზღვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამრიგად, ნატოს რევიზორებმა სამწყობრო დათვალიერება ჩაუტარეს საქართველოს შსს-ს სანაპირო დაცვის ძალებს, რომლებიც, ქართულ ნავსადგურში მდგომ ალიანსის გემებს დაიცავენ.

კიდევ, გამოიკვეთა მესამე პერსონაჟი, რომელსაც გადამდგარ პენსიონერ ამერიკელ ჩინოვნიკებთან  - ლუკ კოფისა და მაიკლ კარპენტერთან ერთად - დღეს საქართველო მიანდეს. ესაა ამერიკელი როუზ გოთემიულერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის საპენსიო თანამდებობაზე, დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, რომელმაც საკუთარი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები შეიტანა ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიებში! აი, ეს არის დღევანდელი საქართველოს კურატორების დონე, საკმაოდ დაბალი და პრეზიდენტ ტრამპტთან დაპირისპირებული! უნდა ითქვას, რადგან თუკი ვინმე წყვეტს ზოგიერთ საკითხს ნატოში, ეს გახლავთ ევროპაში გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი ტოდ უოლტერსი. ხოლო ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა -გენმდივანი სტოლტენბერგი და, მით უმეტეს, მისი მოადგილე გოთემიულერი ისეთივე ბუტაფორიაა, როგორც, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი! სხვათა შორის, არც გოთემიულერმა აღუთქვა საქართველოს მალე ნატო-ს წევრობა, არამედ "მხოლოდ MAP-ის მიღების შემდეგ": "მოკავშირეები ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი”.

- მაშინ, თქვენი აზრით, რატომ რისკავს ასე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და „დღევანდელ ქათამს ხვალინდელ კვერცხს“ ამჯობინებს? და, თანაც „ოქროს  კათამს - რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსთვის კრიტიკულად აუცილებელი?

 - სიტყვა ”კრიტიკულად” ძალიან მოდური გახდა ქართველ პოლიტიკოსთა შორის, ჩემთვის კი ის ყოველთვის ციკლის დარღვევასთან ასოცირდება... აქ მხოლოდ ერთი ახსნა არსებობს, რომელზეც ახლა პირველად ვისაუბრებ. გლობალიზაციის საკითხთა ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე იამ ერთ-ერთ ამასწინანდელ ტელეინტერვიუში თქვა ის, რაზეც სხვა პოლიტოლოგებს ლაპარაკის ეშინიათ ან არასწორად ესმით: აღმოსავლეთ ევროპა არ ცხოვრბს ისე, როგორც დასავლეთ ევროპა. კაპიტალიზმ მთელს მსოფლიოში ჩიხში მოექცა - მსოფლიო აღარ ვითარდება კაპიტალიზმის ჩარჩოში, ის უბრალოდ დასრულდა და საკუთარი თავი ამოწურა! კაპიტალისტური სისტემის პირობებში, რუსეთი განწირულია ისევე, როგორც საქართველო! მართლმადიდებელი ხალხები, რომლებიც მიეჩვივნენ თავიანთი და თავიანთი შვილების სოციალური გარანტიებ სსრკ- დროს, არ არიან თანხმ კოლონიებში ცხოვრებაზე - არათუ ქვეყნებში, არამედ დამოკიდებულ ტერიტორიებზე! არ არსებობს არცერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც კულტურა აყვავდ სსრკ- დაშლის შემდეგ ... საქართველო კი 90-იან წლებამდე ძალიან განვითარებული აგრარულ-ინდუსტრიული რესპუბლიკა იყო ... ამიტომ, დღეს ყველას შესცქერის რუსეთს და მისგან ახალ გადაწყვეტილებას ელის, როგორც ეს არაერთხელ მოხდარა ისტორიაშირუსეთგან ელიან - კაპიტალიზმ რა ალტერნატივას შესთავაზებს იგი, რადგან ამაზეა დამოკიდებული - როგორ განვითარდება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა.

ჰოდა: შეუძლებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაინც, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი განათლებითა და პროგრესული შეხედულებებით, ეს არ ესმოდეს. მაშინ მხოლოდ ერთი პროგნოზი წარმოიშობა - რომ საქართველოს მითიური წევრობა ნატოში, რომლის ხსენებაზეც საქართველოში ნებისმიერ ადამიანს ჰომერული სიცილით უტყდება, მხოლოდ რიტუალური პოლიტიკური ცეკვა, თამაშია ...

- დააზუსტეთ თუ შეძლება.

- კი, ბატონო. ედუარდ შევარდნაძესთან პირისპირ გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს მან მითხრა, რომ სააკაშვილი ძალიან შეცდა, როცა საქართველოს ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდასაჭერად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების საბაჟო მონიტორინგზე გაცვალა. ეს იყო ჩვენი ბოლო კოზირი რუსეთთან სავაჭროდ ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ახლა კი ეს არ გვაქვს ...”, - მითხრა შევარდნაძემ. მე დავეთანხმე იმ ნაწილში, რომ მონიტორინგის ხელშეკრულება მაინც არ იმუშავებს, რადგან საქართველოში, რუსეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ტერმინი „საქართველოს ტერიტორია“ სხვადასხვაგვარად ესმით. ამავე მიზეზით, აზრი არ აქვს რუსეთისთვის მუდმივად იმის მოწოდებას, რომ შეასრულოს 2008 წლის მედვედევ-სარკოზის შეთანხმების პირობები, ანუ საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები  გაიყვანოს.

ამრიგად: მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ აშანტაჟებს რუსეთს ნატო-ში მისწრაფებით, ანუ, საქართველოს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ იპოვა ახალი კოზირი რუსეთთან სავაჭროდ, ტერიტორიების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს პირობა იმუშავებს. ურთიერთკომპრომისულ სხვა წინადადებების პაკეტში კი შესაძლებელია.

მოამზადა მაია ჯავახიშვილმა - სპეციალურად „NEWSFRONT“– ისთვის
2019 წლის 7 ოქტომბერი