პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საპარლამენტო კომიტეტებს კომუნალური გადასახადების ერთიან სისტემაში ადმინისტრირების გაუქმების შესახებ ინიციატივის განხილვა დაავალა.
სპიკერმა პირობა დადო, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგლამენტის მიხედვით იმოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომიტეტების მიერ ბაქრაძის დავალების შეუსრულებლობის შემთხვეევაში, ინიციატივა განსახილველად უკვე პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გავა.კომუნალური გადასახადების ერთიან სისტემაში ადმინისტრირების გაუქმების ინიციატივა „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის. დოკუმენტი პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდაა წარდგენილი – კანონპროექტი დღემდე არცერთ კომიტეტს არ განუხილავს.
ბაქრაძის მომთხოვნი ტონიც სწორედ ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, რომელმაც ინიციატივის უკვე პირდაპირ პლენარულ სხდომაზე განხილვა მოითხოვა.
„ქართულ დასის“ ინიციატივას „ქრისტიან-დემოკრატებიც“ უჭერენ მხარს.