უცხოეთი
კიევში „შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ აქციები იმართება

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. კიევში „შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ აქციები იმართება. გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრეზიდენტის მიერ 2015 წელს შეთავაზებული ფორმულაზე თანხმობა კიევში გასულ კვირას განაცხადეს. ეს ფორმულა დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთი რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

კიევის ცენტრში შეკრებილი აქტივისტები აცხადებენ, რომ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ თანხმობა „კაპიტულაციის ტოლფასია“. დემონსტრანტები მაიდანზე არიან შეკრებილები. მათ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პლაკატები უჭირავთ ხელში.

1tv.ge