საზოგადოება
საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პარიზში, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებას დაესწრო, ელისეს სასახლეში მივიდა.
ზურაბიშვილს, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი მიესალმნენ.
პრეზიდენტმა მაკრონმა 30-მდე ქვეყნის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები ლანჩზე მიიწვია.