პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გიგა ბოკერიასგან განსხვავებით მართლმადიდებელი ქრისტიანია, ატარებს ჯვარს და 600 ეკლესია ააშენა

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.​

როგორც სააკაშვილი ამბობს, გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს.

მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ასეა, ვატარებ ჯვარს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას. განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.

600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოში“ არის ბევრი კარგი და ნორმალური ადამიანი, რომლებთანაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად ითანამშრომლა, „თუმცა ჯობდა ბაქრაძეს საერთოდ არ დაეყენებინა კანდიდატურა და ვაშაძე უკვე პრეზიდენტი იქნებოდა”.

სააკაშვილი აცხადებს, რომ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას.