სამართალი
დავით თარხან-მოურავი: ჩვენს ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა, ირმა ინაშვილი რუსეთთან მოლაპარაკებების საქმეში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნოს!

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადასაჭრელად უნდა იქნას გამოყენებული მოლაპარაკებების დამატებითი ოფიციალური ფორმატები: ”ჟენევის ფორმატი არაეფექტური ფორმაა. საჭიროა პირდაპირი დიალოგი, მოსკოვის მონაწილეობით ... კარასინ-აბაშიძის პირდაპირ ფორმატმა, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური გაგებით, 10-ჯერ მეტი ნაყოფი გამოიღო, ვიდრე ჟენევის ფორმატმა. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირდაპირი დიალოგი მუშაობს”, - განუცხადა თარხან-მოურავმა Sputnik–Georgia-ს.

მისი აზრით, ახლა ასევე საჭიროა პოლიტიკური ფორმატი, რომელზეც პარტია ”პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები საუბრობენ. ”ამისათვის ჩვენს ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა ირმა ინაშვილი დაინიშნოს საპარლამენტო ხაზით სპეციალური წარმომადგენლად დანიშნოს სწორედ პოლიტიკური მოლაპარაკებების თვალსაზრისით”, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.