საზოგადოება
საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება იგეგმება

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება.

2016 წელს ქვეყნებს შორის უკვე მოეწერა ხელი შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ახლა კი, დოკუმენტი ორდინალურ პასპორტებსაც შეეხება.

აღსანიშნავია, რომ პარაგვაის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა 2014 წლის სექტემბრამდე შეეძლოთ. საქართველოს მოქალაქეები კი, პარაგვაის ვიზას ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იღებენ.