საზოგადოება
„ქართული პარტია“ „კომბლების რევოლუციით“ იმუქრება

erosii„ქართული პარტია“ რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას განაგრძობს. ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა საჩხერის რაიონშიც. ღოსნიძიებაზე რაიონის მოსახლეობას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მიმართა და ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების გადასაწყვეტად მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„უფსკრული, რომელშიც ვვარდებით, ძალიან ღრმაა. ვიდრე ფსკერზე არ დავცემულვართ, ვარდნა უნდა შევაჩეროთ. ჩვენ არჩევნების მომხრე ვართ. თუ რევოლუცია მოხდება, მის შემდეგ ხომ მაინც უნდა ჩატარდეს არჩევნები, ოღონდ ეს არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს. თუ არჩევნები კანონიერ ვადებში ჩატარდება და ხელისუფლება უფლებამოსილების ვადას არ გაიხანგრძლივებს, „ქართული პარტია“ ასეთ არჩევნებს აუცილებლად მოიგებს, ხოლო თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი „კეტების რევოლუციას“ მიიღებს“, – განაცხადა სუბარმა.

„ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის – ეროსი კიწმარიშვილის აზრით კი, „ხელისუფლების შესაცვლელად ყველა ჯანსაღი ძალა ერთად უნდა დადგეს“.

როგორც კიწმარიშვილმა პარტიის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე განაცხადა, „უგუნურობაა, როდესაც ხელისუფლება ვერ ხედავს, ხალხს რა სჭირდება და რომელი საკითხები უნდა მოაგვაროს პირველ რიგში“.

„ჩვენ, პარტიის ლიდერებმა, პირადი წყენა დავივიწყეთ და ქვეყნის გადასარჩენად ერთმანეთის გვერდით დავდექით. ჩვენ კარგ და მშვიდ ცხოვრებაზე უარი შეგნებულად ვთქვით და ხელისუფლებასთან ბრძოლაში ჩავებით. ყველა ჯანსაღი ძალა ერთად თუ დავდგებით, ამ უზნეო ხელისუფლებას მალე მოვიშორებთ“, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.