საზოგადოება
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში დოლარის კურსი 2.9638 ლარის ნიშნულზეა ჩადებული. დოკუმენტში სახელმწიფო ვალის გამოთვლისას გამოყენებულია ოფიციალური კურსი – 13 სექტემბრის მდგომარეობით. გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტში კურსი 2.66 ნიშნულზე იყო გათვალისწინებული.
კურსის გამო, ბიუჯეტში იცვლება სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო მოცულობა. თუ თავდაპირველად საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარის ნიშნულზე იყო გათვალისწინებული, ახალ პროექტში ეს მაჩვენებელი 20.6 მილიარდამდე იზრდება.
ამასთან, სავალუტო კურსის მერყეობის გამო, საგარეო ვალის დასაფარად ბიუჯეტიდან წელს დამატებით 43 მილიონი ლარი გამოიყოფა.