რელიგია
სამების საკათედრო ტაძარში მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ა.წ. 22 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-მდე ნათლული ჰყავს.