საზოგადოება
საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთიან რეგიონებში მოთოვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში, თუშეთსა და ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში.
21 სექტემბერს პირველად გათოვდა უშგულში, გუდაურში კი პირველი თოვლი 10 სექტემბერს მოვიდა.
როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს. ორშაბათს კი საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება.