აქტუალური
საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - დაკავებულია ორი უცხოელი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კამერუნის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე მისცა.